|
2018-06-25 11:18:29, 593 ნახვა
საზოგადოება
ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომლის გენერალური სპონსორიც „საქართველოს ბანკია“, საერთაშორისო ოლიმპიური დღე სპორტული აქტივობებით აღნიშნა
„საქართველოს ბანკმა“ საერთაშორისო ოლიმპიური დღე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ოლიმპიური გარბენით აღნიშნა. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა კუს ტბაზე ორგანიზება გაუწია მასობრივ ოლიმპიურ გარბენს. გარბენში მოხალისეებთან ერთად სტარტი აიღეს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებმა და პრიზიორებმა, სხვა ცნობილმა სპორტსმენებმა. გარბენის გარდა გაიმართა სხვა საინტერესო სპორტული აქტივობები, როგორიცაა: ველოსპორტი; მძლეოსნობა; ფარიკაობა; ხელბურთი; ტყვიის სროლა; მშვილდოსნობა; კალათბურთი; ფრენბურთი; მხიარული სტარტები; ჭადრაკი; ძალოსნობა; ჩერლიდინგი; კარატე. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. გარბენის თითოეულ მონაწილეს გადაეცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სპეციალური საჩუქრებით. საერთაშორისო ოლიმპიური დღის დაწესების 70 წლისთავისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ოლიმპიური გარბენის შემდეგ ქართველ ოლიმპიელთა ფორუმი გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდა 1952-2018 წლების ყველა ქართველი ოლიმპიელი. ფორუმზე მოწვეული იყვნენ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, საპატიო სტუმრის სტატუსით ფორუმს ესწრებოდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების, ოლიმპიელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელები, საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენები. ინფორმაციისთვის: 1952-2018 წლებში, საბჭოთა ეპოქაში და დამოუკიდებლობის პერიოდში, ზაფხულისა და ზამთრის 27 ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს ჰყავდა 395 ოლიმპიელი. ქართველ ოლიმპიელებს სპორტის 21 სახეობაში სულ მოპოვებული აქვთ 126 ოლიმპიური მედალი, მათ შორის – 39 ოქროს მედალი. საქართველოს ბანკი ყველა ოლიმპიელს ულოცავს საერთაშორისო ოლიმპიური დღის დაწესების 70 წლისთავს და უსურვებს მათ წარმატებებს და გამარჯვებებს!
(R)
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)