09:26 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-24 18:53:57, 966 ნახვა

პოლიტიკა
მაღალი აქტივობის ფონზე თურქეთში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა - პირდაპირი ეთერი

მოქალაქეთა მაღალი აქტივობის ფონზე თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ყველა უბანი ამ დროისთვის დაიხურა და მიმდინარეობს ხმების დათვლა. 

ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე შეწყდა. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები დაითვლება.

ექსპერტები ამბობენ, რომ კანდიდატებს გამარჯვების თანაბარი შანსები აქვთ და არჩევნების შედეგების პროგნოზირება რთულია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციურმა "რესპუბლკურმა პარტიამ" მოხმრეთა უცპრეცედენტო რაოდენობის შეკრება და მობილიზება მოახერხა.

არჩევნებში მონაწილეობას სულ 56 მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს. აღსანიშნავია, რომ თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან საკუთარი პოზიცია 7-დან 19 ივნისამდე დააფიქსირეს.

თურქეთის პრეზიდენტობისთვის 6 კანდიდატი იბრძოლებს: მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი, "სახალხო ალიანსის" კანდიდატი რეჯეპ ტაიფ ერდოღანი, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი მუხარემ ინდჟე და დემოკრატიული პარტიის კანდიდატი სელახატინ დემირტაში, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

გარდა ამისა, 100 ათასი ხელმოწერის საფუძველზე არჩევნებში კენჭს კიდევ 3 კანდიდატი იყრის. ესენი არიან: İYİ Parti-ს წარმომადგენელი მერალ აქშენარი, Saadet Partisi-ს თავმჯდომარე ტემელ კარამალაოგლუ და Vatan Partisi-ს ხელმძღვანელი დოგუ პერინჩეკი. აღსანიშნავია, რომ 6 კანდიდატიდან ერთ-ერთი ქალია.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics