|
2018-06-23 19:47:38, 1098 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: დევნილთა სამინისტროსთან დაკავშირებით გვაქვს საინტერესო იდეა და დღეს ამაზე ვიმსჯელებთ
"დევნილთა სამინისტროსთან დაკავშირებით გვაქვს საინტერესო იდეა და დღეს ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, დღეს მმართველი გუნდი პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. "რაში მდგომარეობს ეს იდეა, არ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, დღევანდელი კონსულტაციების შემდეგ ვისაუბრებთ. დღეს ალბათ საბოლოოდ შევჯერდებით. ორი დღის განმავლობაში ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეხვედრები იყო. დღეს მგონი შევაჯამებთ და მივალთ საბოლოო გადაწყვეტილებამდე როგორი უნდა იყოს მთავრობის ის სტრუქტურული ცვლილებები, რომელზეც ვმუშაობთ და რომელზეც პრემიერს ჰქონდა პარლამენტში გამოსვლის დროს კონცეპტუალური ხედვა წარმოდგენილი", - განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს. მმართველი გუნდის წევრები სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე მსჯელობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)