12:55 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-30 17:40:33, 648 ნახვა

საზოგადოება
სამოსამართლო კანდიდატების მენტორი მოსამართლეები სასწავლო ვიზიტით გერმანიაში გაემზავრებიან

მიმდინარე წლის 31 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)-ის თანამშრომლობის ფარლებში, განხორციელდება სამოსამართლო კანდიდატების მენტორი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი გერმანიაში, ბრემენის ფედერალური მხარის პირველი ინსტანციის სასამართლოში.

როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან აცნობეს, ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ქართველი-მენტორი მოსამართლეებისათვის გერმანული გამოცდილების გაზიარება სამოსამართლო კანდიდატების პრაქტიკული მომზადების თემაზე. ვიზიტის დასრულების შემდგომ დაგეგმილია, სამოსამართლო კანდიდატებისათვის სავალდებულო სტაჟირების ფარგლებში, პრაქტიკული სწავლების კონცეფციის დახვეწა-განვითარება.

ამავე ვიზიტის ფარგლებში იგეგმება თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ბრემენის ფედერალური მხარის პირველი ინსტანციის სასამართლოებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმების დასახვა.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები; სამოსამართლო კანდიდატების მენტორი მოსამართლეები - თბილისის საქალაქო სასამართლოს 12 მოსამართლე და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
NBA-ის ლეგიონი: როგორ ფორმაში ხვდებიან ქართველი კალათბურთელები ახალ სეზონს
ინფლაციური წნეხი, წინა თვეებთან შედარებით, გაზრდილია
The Sun: ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, სავარაუდოდ, კომაში ჩავარდა და ჩინეთში ჰოსპიტალიზებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics