11:56 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 19:10:32, 838 ნახვა

კომენტარი
ხოშტარია: თუ „ოცნება“ აპირებს, მუშაობაში ხელოვნური ბარიერები შექმნას, პირდაპირ ვეტყვი, რომ არაფერი გამოუვათ

ხოშტარია: თუ „ოცნება“ აპირებს, მუშაობაში ხელოვნური ბარიერები შექმნას, პირდაპირ ვეტყვი, რომ არაფერი გამოუვათ

„ქართული ოცნება“ თუ აპირებს, რომ ხელოვნური ბარიერები შექმნას მუშაობაში, პირდაპირ ვეტყვი, რომ არაფერი გამოუვათ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“  და დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ელენე ხოშტრიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ კომისიის უმრავლესობამ მიიღო აბსოლუტურად ობიექტური გადაწყვეტილება ექსპერტების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით.

 „ჩვენ შემოვიღეთ ექსპერტების დაქირავების სამართლიანი წესი, ჩვვენ შეგვეძლო შემოგვეღო წესი, როდესაც უმრავლესობით გადაწყდებოდა ვინ იქნებოდა ექსპერტი და მაშინ მოგეხსენებათ, რომ უმრავლესობაში ვართ ჩვენ და არ გავითვალისწინებდით „ოცნების“ სურვილს მათი ექსპერტების დაკომპლექტებაში. ეს ჩვენ არ გავაკეთეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ და „ოცნება“ ვერასდროს ვერ შევთანხმდებით ობიექტურ შეფასებაზე ადამიანების და ვთქვით, რომ ვინც იღებს პასუხისმგებლობას თავის ექსპერტზე, მოიყვანოს და ყველას აქვს დღეს ამის საშუალება. როდესაც ამდენი კითხვა და პრეტენზია მოვისმინეთ გამოძიების მიმართ, ამაზე იმსჯელოს ბესელია იქნება თუ ვინმე სხვა, ეს უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე იაფფასიანი მცდელობა, რომ ტექნიკური ბარიერი შეუქმნან კომისიას, ეს არ გამოუვათ“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, კომისიის სხდომაზე ექსპერტების მიწვევის წესთან დაკავშირებით დეპუტატებს შორის კამათი მოხდა. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ აღნიშნა, „ევროპულმა საქართველომ“ კონკრეტული ექსპერტები კომისიაში ისე მიიწვია, რომ დანარჩენი წევრებისთვის არ უთქვამთ, რაც მისი განმარტებით, რეგლამენტის დარღვევაა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics