|
2018-06-22 17:25:19, 1011 ნახვა
საზოგადოება
ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საგაზაფხულო სესია დაიწყო
ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საგაზაფხულო სესია დაიწყო. საკვალიფიკაციო გამოცდები, 2018 წლამდე, წელიწადში ერთხელ შემოდგომაზე ტარდებოდა, წელს პირველად კიდევ ერთი სესია დაემატა. აღნიშნული გადაწყვეტილება საზღვარგარეთ, ძირითადად კი დსთ-ს ქვეყანაში მიღებული დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების მქონე პირებისთვის, ახალი რეგულაციების ამოქმედებით არის განპირობებული. ახალი წესის მიხედვით, სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და საექიმო სპეციალობის მაძიებლის სტატუსის მოპოვება გახდა. კურსდამთავრებულები კი მზადებას წელიწადის სხვადასხვა დროს ასრულებენ, სწორედ ამიტომ, საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდებს წელიწადში ორჯერ ჩატარდება. ქვეყანაში ასევე გაზრდილია აკრედიტირებული სასწავლო დაწესებულებებისა და კვოტების რაოდენობაც, რაც შესაძლებლობას იძლევა, მაძიებელები სარეზიდენტო პროგრამებებზე პერმანენტულად, აკადემიური წლის განმავლობაში ჩაირიცხონ. კიდევ ერთი სიახლე სასერტიფიკაციო და საკვალიფიკაციო გამოცდებს უკავშირდება, რედაქტირებული და განახლებულია ტესტ-კითხვარების, 20 % არასაჯარო, „დაფარული’ ბაზიდან. გამოცდების მიმდინარეობის პროცესს პირადად აკვირდებოდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე პაატა ბუკია. გამოცდები ელექტრონულ ფორმატში მიმდინარეობს. საკვალიფიკაციო გამოცდებზე- 582, სასერთიფიკაციოზე კი - 680 მაძიებელია დარეგისტრირებული. ერთიანი ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდები 27 ივნისს დასრულდება.
(NS)
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)