|
2018-06-22 15:13:18, 948 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე თეა წულუკიანის და გიორგი გახარიას გადადგომის აუცილებლობაზე საუბრობს
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის და შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ისევ ითხოვს. როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, აღნიშნული პირები თანამდებობასთან შეუფერებლები არიან და ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებენ. "გიორგი გახარიას უწყებამ დაიწყო გამოძიება და მერე კვირიკაშვილთან თავის მართლება დაიწყო, რომ პროკურატურამ საქმე ძალიან მალე წაიღოო, ჩვენ არანაირი უფლება არ გვქონდაო. მერე გამოდის წულუკიანი და ამბობს, რომ კვირიკაშვილი შეცდაო და გახარიას უწყებას კი არ დაუბრუნდა, არამედ დღემდე იძიებდა ამ საქმესო. ძალიან ბევრი გარემოება არსებობს. არც ერთია დასატოვებელი მინისტრად და არც მეორე. მე ვხედავ წულუკიანის გადადგომის აუცილებლობას, რადგან წულუკიანის დანიშნული იყო შოთაძე და ტაშს უკრავს ახლაც. შოთაძეს რომ წვლილი მიუძღვის ამ საქმეში, იმდენი ვის მიუძღვის, ანუ წულუკიანსაც მიუძღვის. გახარიამ პირდაპირ დაიწყო ამ საქმის გაყალბება, არც კი მომისმინა. მინისტრები და მთავრობა ჩვენი არჩეული არ არის?! თუ ხალხს არ მოუსმინა, აბა ვის უნდა მოუსმინოს?! ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სად გადაიყვანენ გახარიას, ეკონომიკის სამინისტროში, რომ გადაიყვანონ, მაინც მოვითხოვთ მის გადადგომას. შს უწყებას თუ ვერ უხელმძღვანელა, ეკონომიკის სამინისტროსაც ვერ უხელმძღვანელებს", - განაცხადა სარალიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)