|
2018-06-22 14:57:31, 667 ნახვა
საზოგადოება
მწერალ ზურაბ აბაშიძეს ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ
მწერალ ზურაბ აბაშიძეს თბილისის ცენტრში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ზურაბ აბაშიძე ავრცელებს. როგორც მწერალმა აღნიშნა, უცნობი პირი მას ჰომოფობიურ ნიადაგზე დაესხა თავს და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. აბაშიძის მტკიცებით, მან თავდამსხმელისგან თავის არიდებაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. "გამოვედი სამსახურიდან, გეპეის მიწისქვეშა გადასასვლელი გადავჭერი და მეორე მხარეს ვიღაც შავ მაიკაში და ჯინსებში გამოწყობილი ტიპი ამეკიდა, ჯერ რას გავხარო, ტრანსი ხარო, თავიდან ვითო კი მოვიგერიე, ავუჩქარე ნაბიჯი, მარა ზებრაზე გადასვლისას, მანქანამ რომ სვლა შეანელა, წინ გამისწრო და ხმამაღლა დაუყვირა მძღოლს, ამ პიდარასტს რატო უთმობთ გზასო, არ მომეშვა, მობრუნდებოდა, მაგინებდა, ბოლოს ტელეფონი ამოვიღე, ვიფიქრე, შევაშინებ, ხმას ვიწერ შენსას და კიდევ თუ გააგრძელებს გინებას პოლიციაში დავრეკავ-მეთქი, აქეთ წამოდიო, შენზე სროკს არ ავიკიდებო და მექაჩებოდა გვერდით, ახლა მართლა ვრეკავ-თქო, ავკრიფე ასთორმეტის ნომერი და მომვარდა, სახეში დამარტყა მუშტი ორჯერ, მეც რაც შემეძლო ვიფართხალე, ისეთი აღელვებული ვიყავი, ერთი-ორჯერ გავიქნიე ხელი, ჩანთა და ტელეფონი დამაგდებინა და სანამ მაკდონადსიდან არ გამოვარდა ხალხი, არ შემეშვა, მერე გინებ-გინებით წავიდა", - წერს ზურაბ აბაშიძე. მწერალი სამართალდამცველების მუშაობითაც უკმაყოფილოა. მან პოლიციურ სისტემას მახინჯი უწოდა და აღნიშნა, რომ გამომძიებელს "საქმის აღძრა ეზარებოდა". მივედი 1-2 საათში ჩემს ორ მეგობართან ერთად ტელევიზიის გვერდით პოლიციის შენობაში, განცხადების დაწერა მინდა-თქო და იქ დაიწყო თავგადასავალი, პირველივე ჯერზე გამომძიებელმა, გაფრთხილება დავუწეროთო, განცხადება არ გინდაო, განცხადება დიდხანს იწელება, ვერ დატოვებ ქვეყანას და სულ აქ მოგიწევს სიარული და იცოდეო, გაფრთხილება რას მოიაზრებდა ოღონდ, ვერ ამიხსნა ნორმალურად, მერე წამიყვანეს დანაშაულის ადგილზე, აღმოჩნდა რომ კამერები არ იყო დამონტაჟებული მაკდონალდსთან, 112-ის კამერები არ ფუნქციონირებსო, ასე მითხრეს, მოვბრუნდით უკან და როგორც კი შევდგი ფეხი პოლიციის შენობაში, ისევ იგივე კაცმა ამიხსნა, რომ რეალურად შეიძლება მეც ბრალეული გამოვსულიყავი, რახან ხელი შევუბრუნე და თუ მოწმე არ მყავდა, ვერაფრით დავამტკიცებდი, ერთი ოცჯერ რომ გამიმეორა ჩემი სავარაუდო ბრალეულობის შესახებ, მერე ისიც მოაყოლა, რომ იქნებ კიდევ დავფიქრებულიყავი, ღირდა თუ არა განცხადების დაწერა. საბოლოოდ მაინც დავწერე, მერე დავჯექი დაკითხვაზე, რაღაცებს აკაკუნებდა სხვა თანამშრომელი კომპიუტერზე და აპირებდა დაეწერა,რომ თითქოს ჩემთვის უცნობია, რა მოტივით დამესხა თავს უცხო პიროვნება, ერთი ოცჯერ გავუმეორე, რომ უცნობი არ არის, ჰომოფობიის ნიადაგი ქვია მაგას, მეძახდა კიდეც პიდარასტსთქო, სანამ არ ვიჩხუბე და მივუვარდი მეგობრებს დასახმარებლად, რომლებიც იქვე მელოდებოდნენ, ვერ გავაგებინე, თან აქეთ მომიბრუნდა, რა იყო, ამხელა კაცი ხარ, შენი აზრი არ გაგაჩნია, რას დარბიხარ მეგობრებთანო. ცოტა მოგვიანებით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა ფოტოს გადაღებაში შენიშნა ჩემი მეგობარი და ორივე გაყარა გაფრთხილების გარეშე. და ყველაფერი დაგვირგვინდა დამკითხველის კითხვით, ვერ უთხარი თავდამსხმელს, ტრანსი არ ვარ, ნორმალური ვარო. არც დავწერდი ამ პოსტს, უბრალოდ ვერ ვხვდები, სად არის გამოსავალი, როგორ უნდა დავიცვათ თავი, ვინ უნდა დაგვიცვას და მთელი დღეა რაღაც უსუსურობის შეგრძნება მაქვს, რომ არავის აინტერესებს ადამიანი ჩვენს ქვეყანაში და ყველა იმას ფიქრობს, როგორ მოგიშოროს და აიცილოს ზედმეტი თავისტკივილი. ყველაფერი რაც ზემოთ ჩამოვთვალე ძალიან ვეცადე რომ ჩემს სუბიექტურ აზრებს მოკლებული ყოფილიყო და მარტო ფაქტები გადმომეცა. საბოლოო ჯამში, მივიღე ის რომ, მალე შეიძლება ბრალეული აღმოვჩნდე იმის გამო, რომ თავს ვიცავდი + ძალადობას და სახეში მუშტების რტყმას არ დავუსტრესივარ ისე ძალიან, როგორც მახინჯმა პოლიციურმა სისტემამ, სადაც ვერ ხვდებიან, როგორ უნდა ელაპარაკონ დაზარალებულ ადამიანს, სადაც საქმის აღძვრა ეზარებათ და სადაც გარტყმაში არ არიან, რას ნიშნავს, როცა ვიღაცა ქუჩაში გირტყამს იმის გამო, რომ ჭრელი პერანგი გაცვია", - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)