|
2018-06-21 18:36:50, 835 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში სანიაღვრე ქსელის რეკონსტრუქცია-მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონში, ფერმწერთა ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩამდე, სანიაღვრე ქსელის რეკონსტრუქცია-მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროს გაგი ბუაძესთან ერთად გაეცნო. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 800, 1000 და 1200 მმ დიამეტრის რკინა-ბეტონის მილები ჯამში, 1572 მეტრის სიგრძეზე ეწყობა. სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა ამორტიზებულმა სანიაღვრე ქსელმა განაპირობა, რომელიც გარკვეულ მონაკვეთებზე წყლის დაგუბებას იწვევდა და ძლიერი წვიმის დროს მოსახლეობას საფრთხე ექმნებოდა. თბილისის მერის განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. „აღნიშნულ ტერიტორიაზე სერიოზული პრობლემა იყო, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებდა. ერთი, რომ სანიაღვრე არ არსებობდა და მეორე, რომ კანალიზაცია არსებულ სანიაღვრეში ჩაედინებოდა, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მინდა, GWP-ს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი საკანალიზაციო ქსელს აწესრიგებენ. მთლიანად ახალი, რეაბილიტირებული სანიაღვრე სისტემა მოეწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე გაეცნენ. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შპს „კაპიტელი“ აწარმოებს, რომლის ღირებულება 1 063 376 ლარია. პროექტი მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო და ივლისში დასრულდება.
(NS)
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)