11:56 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-21 15:15:36, 681 ნახვა

კომენტარი
მეუფე პეტრე: უკრაინას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში

 „ჩემი პოზიციაა, რომ უკრაინას, უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში“, - ამის შესახებ ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს სინოდის სხდომის შემდეგ განუცხადა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, სხდომაზე უკრაინის ავტოკეფალიის საკითსაც შეეხო საუბარი, თუმცა მისი განმარტებით, საბოლოო პოზიცია ჯერ კონსტანტინოპოლმა უნდა დააფიქსიროს.

„ამ თემაზე კონსტანტინოპოლი მუშაობს და ჩვენს ასევე პარალელურ რეჟიმში ვიფიქრებთ და ვიმუშავეთ ისე როგორც სათნო იქნება ღვთისთვის. ჩემი პოზიციაა, რომ ზოგადად უკრაინას, 40-მილიონიან დამოუკიდებელ ქვეყანას, უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში, არ უნდა ექვემბდებარებოდეს მას ეკლესიურად. მაგრამ პროცესუალურად, ეს საკითხი რა თქმა უნდა ძალიან გაიწელება დროში“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics