|
2015-05-30 15:23:41, 377 ნახვა
საზოგადოება
სამკურნალო საკურორტო ტურიზმის გაცნობისა და მისი უცხოეთში პროპაგანდის მიზნით კონფერენცია გაიმართა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით საქართველოში ,,სამედიცინო ტურიზმი - გამოწვევები და პერსპექტივების კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო საქართველოში სამედიცინო ტურიზმის კერძოდ სამკურნალო საკურორტო ტურიზმმის გაცნობა, მისი პროპაგანდა სხვა ქვეყნებში და საზოგადოებაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარებულ კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რეკტორმა ილიას ჩილოღლუმ. კონფერენციაზე სხვა სამედიცინო ტურიზმის საშუალებებთან ერთად ყურადღება მიიპყრო საქართველოში არსებულმა სამკურნალო საკურორტო ტურიზმის საშუალებებმა, მისმა პერსპეკტივებმა, და საკურორტო ტურიზმის განვითარების თემაზე უცხოეთში პროპაგანდის გაკეთებამ. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის, საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციისა და სამედიცინო ტურიზმის ს/პრ ცენტრის გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ სააკაშვილი; სამედიცინო ტურიზმის ექსპერტი და კომპანია ,,მედტური საქართველოს“ დამფუძნებელი, პაატა რატიანი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 9 უმაღლესი სასწავლებლის (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის საწავლო უნივერსიტეტის) ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხურების სტუდენტებმა და აღნიშნული უნივერსიტეტების პროფესორებმა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; კომპანია ,,სევენთი“; ტურისტული სააგენტოები; პროფესიული კოლეჯი ,,იკაროსი“; არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)