|
2018-06-20 20:23:04, 1093 ნახვა
პოლიტიკა
99 მომხრე 6 წინააღმდეგი - პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. სამთავრობო პროგრამას და გუნდს ნდობა 99-მა დეპუტატმა გამოუცხადა, წინააღმდეგ კი, ხმა 6-მა მისცა. გუნდში სამი ახალი მინისტრია - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი და ფინანსთა მინისტრი ნიკოლოზ გაგუა. სამივე მათგანი მანამდე ამავე უწყებებში მინისტრის მოადგილის თანამდებობებს იკავებდნენ. რაც შეეხება სხვა უწყებებს, შემადგენლობა უცვლელია: იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია; თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია; სასჯელაღსრულების მინისტრი - კახა კახიშვილი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო; კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი. როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრი სამინისტროების რაოდენობას 14-დან 11-მდე ამცირებს. მამუკა ბახტაძე 2-3 კვირაში პარლამენტს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტს წარუდგენს. მას შემდეგ, რაც პარლამენტი შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს განახორციელებს, მამუკა ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოში ნდობის მოსაპოვებლად კიდევ ერთხელ, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობით მივა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)