|
2018-06-20 20:21:05, 705 ნახვა
კომენტარი
დავით ზალკალიანი: აუცილებელია ვისაუბროთ ჟენევის ფორმატისთვის მეტი დინამიზმის შეძენაზე
"ჟენევის ფორმატი გახლავთ უნიკალური ფორმატი, სადაც ჩვენ საშუალება გვეძლევა ძირითად საერთაშორისო აქტორებთან ერთად, ისეთი როგორიც არის გაერო, ეუთო, ევროკავშირი, აშშ, მუდმივად გავამახვილოთ ყურადღება ამ ფორმატის ერთ-ერთი მონაწილის მიერ, კერძოდ რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა. მინისტრობის კანდიდატის თქმით ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში, რაც შეიძლება მაღალ დონეზე დადგეს კონფლიქტის გადაწყვეტის და რუსეთის მიერ ვალდებულების შესრულება, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია და ჯარების გაყვანის საკითხი. "მიუხედავად იმისა, რომ ფორმატის სამ ძირითად მიმართულებაზე არ არის ხელშესახები პროგრესი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ვისაუბროთ არა ფორმატის ცვლილებაზე, არამედ ამ ფორმატისთვის, რაც შეიძლება მეტი დინამიზმის მიცემაზე. ასევე ჟენევაში ხელშესახები შედეგის მიღწევა შესაძლებელია საერთაშორისო დღის წესრიგში თემის მაღალ დონეზე აწევითაც", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით ჟენევის ფორმატების მიღმაც არის შესაძლებლობა და მისი თქმით მცდელობები იქნება მიმართული იქით, რომ მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და საკითხის მაღალ დონეზე დღის წესრიგში გაჩენა. "ვფიქრობთ, რომ ჟენევის ფორმატის შესაძლებლობები ამოწურული არ არის, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, რომ ყოველდღიურ პრობლემატიკაზე, როგორიც არის მავთულხლართების გაბმა, გატაცებები და ის ტრაგიკული შემთხვევები - ტატუნაშვილის და ოთხოზორიას მკვლელობა იყოს მუდმივად ამ ფორმატის დღის წესრიგში და მასზე მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრი რეაგირება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)