10:20 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 19:20:37, 1187 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე: დაუკარით, უპატარძლო ქორწილია! მთავრობა მოვიდა მინისტრების გარეშე [ვიდეო]

„დაუკარით უპატარძლო ქორწილია, მთავრობა მოვიდა მინისტრების გარეშე“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.

მან მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესს კომიკური უწოდა.

„დღეს თქვენთვის უნდა იყოს საზეიმო დღეს, ვინაიდან ამტკიცებთ ახალ მთავრობას. რატომღაც ცხვირი ჩამოგტირით და რაღაც ტრაორის განწყობაა. ალბათ იმიტომ, რომ მთავრობა არ არის  სრულად დაკომპლექტებული, სამი ადამიანი აკლია, არ ვიცით ვინ იქნება მინისტრი. ფიქტიური მინისტრები გვიზიან, რომლებიც 2-3 კვირის შემდეგ არ იქნებიან. გინახია ალბათ ფილმები ფიქტიური ქორწინება და ფიქტიური ხელშეკრულება, პირველად ვნახეთ ჩვენს რეალობაში, რომ თურმე არსებობს ფიქტიური მთავრობა. გვიზიან მინისტრები, არადა არ არიან მინისტრები. გახსოვთ ფილმი გიორგი შენგელაია რომ თამაშბს „გინახავს ვეღარ ნახავ“ - დაღონებულია, პატარძალი არ მოვიდა და „დაუკარით უპატარძლო ქორწილიაო“. აი დაუკარით უპატარძლო ქორწილია, მთავრობა მოვიდა მინისტრების გარეშე. ეს არის კომიკური ვითარება.

როდესაც ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ტემპს ჩამორჩა, რაღაცებს ვერ აკეთებდა და შალვა ნათელაშვილმა მას უწოდა „დაღლილი ვირი“, ეს იმდენად ხატოვანი გამოთქმა იყო, მივხვდით, რომ სანამ ვიღაცა დაღლილ ვირს გიწოდებს, ეს მთავრობა დროზე უნდა შეგვეცვალა. რას ვხედავთ ეხლა ჩვენ, წარმოგვიდგინეს ახალი ძველი მთავრობა, ახალი კაბინეტი და როგორია ეს კაბინეტი - დაღლილი, ენერგიაგამოცლილი, ქნცგაწყვეტილი, მორჩილი, ბედს მინდობილი, არაფორმალური მმართველის თვალებში მაცქირალი, მორალუად გაცვეთილი. მოკლედ რომ ვთქვათ, მინისტრთა კაბინეტი არის დრომოჭმული და ამორტიზებული“, - მიმართა გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics