09:20 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 18:45:08, 765 ნახვა

საზოგადოება
მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები საქართველოს, როგორც უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში ტოპ-რეფორმატორი ქვეყნის გამოცდილებას გაეცნენ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ცარციძემ მოლდოველ სტუმრებს გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურები და ის მიღწევები გააცნო, რომლითაც საქართველო  ბოლო წლებია მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს ბიზნესის წარმოების საერთაშორისო რეიტინგში (World Bank Doing Business Ranking) .

„ბიზნესის წარმოების საერთაშორისო რეიტინგით საქართველო ტოპ ქვეყნების ათეულშია. საქართველოს წარმატებები არაერთი ქვეყნისთვისაა სამაგალითო.  ამას მოწმობს მოლდოვას  პრემიერის აპარატის საქართველოთი დაინტერესება და სასწავლო ვიზიტი.   დელეგაციის წევრებს  გავაცანით გამარტივებული სარეგისტრაცო პროცედურები, ავუხსენით, თუ  როგორ მუშაობს ელექტრონული საჯარო სერვისები და რამდენად ეფექტიანია მოსახლეობისთვის.  დელეგაციის წევრებს განსაკუთრებით აინტერესებდათ ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობის მნიშვნელობა, სისწრაფე, მოქნილობა, დაცულობა.  საუბარი  ყველა იმ საქმიანობასა და პროექტს შეეხო, რასაც სააგენტო ახორციელებს: ეს იქნება უძრავი ქონების რეგისტრაციის მიმართულებით,  დამისამართების მიმართულებით, გეოგრაფიული მონაცემების წარმოების მიმართულებით თუ სხვა“, – აღნიშნა ივანე ცარციძემ.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში  მოლდოვას დელეგაციის წევრები სხვა სახელმწიფო დაწესებულებშიც გამართავენ შეხვედრებს.

სასწავლო ვიზიტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა  (BMZ) და გერმანიის განვითარების სააგენტოს (GIZ)  ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში მოლდავეთის მთავრობისთვის საკონსულტაციო დახმარების პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics