14:08 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 11:31:58, 2461 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში დაკავებული ავთანდილ ხურციძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს - მას 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ნაფიცა მსაჯულებმა ყველა წარდგენილ  ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.

როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია და ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი რეკეტსა და ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებულ ბრალდებებში.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ წლიანი პატიმრობა შეეფარდება ხურციძეს. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოსამართლე 21 სექტემბერს გამოაცხადებს.

ამასთან, New York Post-მა რამდენიმე დღის წინ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ავთანდილ ხურციძეს 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

მედიის ცნობით, ბრალდების მხარემ ნაფიც მსაჯულებს რამდენიმე ვიდეომტკიცებულება წარუდგინა, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ ემუქრება ხურციძე ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას სახელით ადამიანს და შემდეგ ფიზიკურადაც უსწორდება მას.

„ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში ხურციძე სახეში ურტყამს მამაკაცს, რომელმაც, სავარაუდოდ, შულაიას მფლობელობაში მყოფი ერთ-ერთი სამორინედან ფული მოიპარა. შემდეგ, შულაია აღნიშნულ პირს სახეში ურტყავს და ამბობს, რომ თუ ფულს არ გადაიხდის, ამას ცუდი შედეგები მოჰყვება“, - წერს New York Post-ი.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკში, ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას კრიმინალური დაჯგუფების წევრებთან ერთად 2017 წლის ზაფხულში დააკავეს. ხურციძეს რეკეტს, თავდასხმას  და რამდენიმე სახის თაღლითობას ედავებიან. წინასწარი მოსმენის დროს, პროკურატურამ წარადგინა 2 ვიდეომასალა, სადაც ჩანს თუ როგორ სცემს ხურციძე პოლიციის ინფორმატორს. ხურციძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics