10:20 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 21:46:16, 698 ნახვა

კომენტარი
გახარია: ჩვენ ვახორციელებთ აბსოლუტურად გააზრებულ სტრუქტურულ და შინაარსობრივ რეფორმებს

„მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა რა თქმა უნდა განვითარებას და დახვეწას საჭიროებს არავინ არ უარყოფს ამას, ჩვენც ვამბობთ, რომ ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიების კომპონენტში ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, სწორედ ამიტომ დაიწყო უწყებაში ის რეფორმები, რომელზეც დღეს პარლამენტში ისაუბრა:

 „სწორედ ამიტომ ვთქვი რომ ჩვენი რეფორმების პაკეტს ჰქვია სისტემური განახლება, სწორედ ამიტომ ვთქვით რომ არ გვეშინია და სტატისტიკას დავდებთ ზუსტად ისეთს როგორიც არის, იქნება 30 პროცენტიანი ზრდა? არ გვეშინია, იქნება 40 პროცენტიანი ზრდა? არ გვეშინია. მაგრამ რეალურად თუ არ შევხედეთ ობიექტურ რეალობას თვალებში ეს ყველაფერი იქნება მხოლოდ და მხოლოდ რაღაც პროექტები, პროგრამები, სტრატეგიული გეგმები და ვერ განვახორციელებთ ვერაფერს. დღეს, თქვენ თუ უსმინეთ რაზე ვისაუბრეთ და ერთ სამ კვირაში კიდევ მოგვიწევს საუბარი ჩვენ ვახორციელებთ აბსოლუტურად გააზრებულ სტრუქტურულ და შინაარსობრივ რეფორმებს და თუ დღეს სტატისტიკა იმის გამო რომ ჩენ აღრიცხვას ძალიან მკაცრად ვუდგებით გაგვეზარდა, შედეგები ძალიან მალე, გვექნება წლის ბოლოსთვის. და მე ეს ერთჯერ და ორჯერ არ მითქვამს და მე როცა ვამბობ რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმის შინაარსი მდგომარეობს იმაში რომ საუბნო საქმიანობა უნდა იყოს ცალკე, გამოძიება უნდა იყოს ცალკე და ოპერატიული საქმიანობა უნდა იყოს ცალკე. ეს იმას ნიშნავს რომ წლების განმავლობაში ეს იყო არეული და მხოლოდ და მხოლოდ ხელფასის გამო ხდებოდა ადამიანების სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics