|
2018-06-19 20:25:02, 740 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: თუ მცირე მთავრობის ხედვა გქონდათ, რაც „ოცნების“ პირობებში კომიკურია, აქამდე კვირიკაშვილი გიშლიდათ ხელს?
„მცირე მთავრობის ხედვა „ქართული ოცნების“ პირობებში კომიკურია იმ ბიუროკრატიის ზრდის ფონზე, რაც აქ მოიტანეთ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში, პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატების მოსმენაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღეს საქართველსო სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძალიან მძიმე და ცუდი დღეა. „ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად არანორმალური ვითარება, როცა ამ პოლიტიკური მასკარადის შემდეგ, ვგულისხმობ Unicef-ის ეპოპეას და შემდეგ კვირიკაშვილის გადაყენებას ბიძინა ივანიშილის მხრიდან, მოყვა ის, რომ თქვენ დღეს, ბატონო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატო, ნდობას თხოვთ პარლამენტს ისე, რომ არ ეუბნებით ვინ არის თქვენი გუნდი. ამბობთ რომ ორ კვირაში იტყვით, ვინ იქნება თქვენი გუნდი, ეს აბსოლუტურად არანორმალური ვითარებაა. სამწუხაროდ დღეს პარლამენტში არის გუნდი, რომელიც ვიცით რომ ნდობას გამოგიცხადებთ თქვენ, ივანიშვილის არჩევანს. ეს არის თავდაყირა დაყენება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპებისთვის. თუ მცირე მთავრობის ხედვა გქონდათ, რაც ჩემი აზრით „ქართული ოცნების“ შემთხვევაში კომიკურია იმ ბიუროკრატიის ზრდის ფონზე, რაც თქვენ მოიტანეთ, აქამდე სად იყავით? კვირიკაშვილი გიშლიდათ ხელს?“, - მიმართა ბოკერიამ ბახტაძეს. ის ასევე დაინტერესდა, გადადგება თუ არა ბახტაძე პრემიერის პოსტიდან, თუ ამას ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილის მოსთხოვს. „რომ გავიხსენოთ მოვლენები რაც იყო ბატონ გიორგი კვირკაშვილთან და ღარიბაშვილთან მიმართებაში, მე მაქვს მარტივი კითხვა თქვენთან - სულ ცოტა ხანში, ზეგ ან მასზეგ, ან ერთ წელიწადში ბატონი ივანიშვილი რომ მოვიდეს თქვენთან და გითხრათ, რომ ხვალ თქვენ უნდა გადადგეთ, როგორ მოიქცევით?“, - მიმართა ბოკერიამ ბახტაძეს. საპასუხოდ ბახტაძემ განაცხადა, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს გუნდი იღებს და არა რომელიმე კონკრეტული პირი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი: „ქართულ ოცნებას“ ჰყავს პოლიტიკური გუნდი, მათ შორის ბიძინა ივანიშილი და პოლიტიკური გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას ჩემთან ერთად. ასეთ გადაწყვეტილებებს ღებულობს გუნდი და არა ბიძინა ივანიშვილი ან ვინმე სხვა“. რაც შეეხება პროცედურასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს, ბახტაძემ აღნიშნა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი პროგრამის დანერგვა მხოლოდ მცირე მთავრობის შემთხვევაშია შესაძლებელი, ეს კი საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს: „ძალიან მოკლედ გაგცემთ პასუხს. ჩვენ ვცემთ პატივს კანონს, წარმოვადგინეთ პროგრამა, რომელიც იქნება ახალი მთავრობის და ვამბობთ, რომ ამ პროგრამის დანერგვა შეიძლება მხოლოდ მცირე მთავრობის კონცეფციის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე ვთავაზობთ პარლამენტს, რომ მივიღოთ ნდობა, რომ შემოვიდეთ ამ ინიციატივით. თუ პარლამენტი ამას გაითვალისწინებს, ჩვენ წარმოვადგენთ მცირე მთავრობის კონცეფციას და იმ პროგრამას, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ. თქვენი ლოგიკა იქნებოდა გამართლებული იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ სხვა პროგრამას და ხედვას წარმოვადგენით, მაგრამ ხედვა რა არის, ამ პროგრამაში უკვე წარმოვადგინეთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)