08:49 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 19:57:07, 1407 ნახვა

კომენტარი
მელია გახარიას: ზუსტად ვიცი, რომ თქვენი დავალებით მოხდა ჩემი გატაცება და ამას დავამტკიცებ

„ზუსტად ვიცი, რომ თქვენი კონკრეტული დავალებით მოხდა ჩემი გატაცება და მე ამას დავამტკიცებ“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნიკა მელიამ შს მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარაიას რუსთაველის გამზირზე მის დაკავებასთან დაკავშირებით.

მელიამ გახარიას პოლიციის მაღალჩინოსნებიც დაუსახელა, რომლებმაც მისი თქმით, ის მანქანაში „ჩატენეს“ და აღნიშნულის მტკიცებულებად ფოტომასალა გადასცა.

„მე ახლა ვსაუბრობ როგორც ადამიანი ვინც დაიჭირეთ, გაიტაცეთ უფრო სწორედ ეს არ იყო დაჭერა, ჩატენეთ მანქანაში, მერე ხელბორკილი დაადეთ და მერე გაგინათდათ გონება და ამას დაარქვით განრიდება. ან თქვენ უნდა დაამტკიცოთ რომ იქ დანაშაული ჩაიდინეს ადამიანებმა, მათ შორის მე. არ ვსაუბრობ, რომ იმუნიტეტით მოსარგებლე ადამიანს ხელი როგორ მოკიდეთ. თავშიც ჩაგირტყამთ, ხელიც გაგირტყამთ, ჩხუბშიც შემოსულხართ, მაგრამ სანამ ხართ ხელისუფლებაში ვაპირებ ბოლომდე ასე ბრძოლას, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ თქვენი კონკერტული დავალებით იყო ჩემი გატაცება და მე ამას დავამტკიცებ. ყველა ის ადამიანი ვინც მონაწილეობდა უშაულოდ ჩემს გატაცებაში არის იდენტიფიცირებული ჩვენს მიერ, არც ერთი მათგანი არ არის რიგითი პოლიციის თანამშრომელი, პირდაპირი გაგებით ვინც ამწია ხელში და მანქანაში ჩამტენა. ვინ არიან ესენი? ბატონი შალვა ბედოიძე ქალაქის სამმართველოს უფროსის მოადილე, ბაჭულაშვილი ქალაქის სამმართველოს მოადგილე, სულხან თამაზაშვილი ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი, თემურ კალანდაძე გლდანი-ნაძალადევის სამართველოს უფროსი, ადამიანი რომელიც ცდილობდა მობილური ტელეფონის წართმევას, მანუჩარ მამცირაშვილი ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი, მიხეილ ქურდაძე  ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე, მიხეილ პაპიაშვილი გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივების უფროსი, თემურ კუპატაძე რესპუბლიკის სამმართველოს უფროსი და თქვენი მოაგილე საბანიძე“, - მიმართა ნიკა მელიამ შს მინისტრობის კანდიდატს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics