|
2018-06-19 18:24:18, 664 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: გიორგი გახარიას წარმოდგენილი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმათა პაკეტი და ის მხარდაჭერილი იქნება ფინანსური რესურსით
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ახალი სამთავრობო პროგრამა წარუდგინა. მან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ შს მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმათა პაკეტი აქვს წარმოდგენილი და ის ფინანსურად მხარდაჭერილი იქნება. „ჩვენი ხედვის მთავარი პრინციპია ადამიანი, მისი ღირსება და თავისუფლება. ამ ფასეულობების დაცვის მაღალი სტანდარტის დაწესება ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს მოითხოვს ჩვენს პოლიციაში. თქვენ კარგად იცით, გიორგი გახარიამ წარმოადგინა ძალიან მნიშვნელოვან რეფორმათა პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სამართალდამცავი სისტემის როგორც თვისებრივ, ასევე, ხარისხობრივ გაუმჯობესებას. აქ მე მინდა, რამდენიმე მომენტს შევეხო. პირველი მათგანი თქვენთვის უკვე ცნობილია, ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით - მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენი პოლიციელების ხელფასები 250 ლარით გაიზრდება. ამასთან ერთად, მე მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების სასიცოცხლო მნიშვნელობას, სამართალდამცავი სისტემის ეფექტიანი მუშაობისთვის. აქვე, მინდა აღვნიშნო უკონტაქტო და ფარული პატრულირების სისტემის დანერგვის ძალიან პრინციპული მნიშვნელობა. ეს დღეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება ევროპასა და განვითარებულ ქვეყნებში. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე განვახორციელეთ ინვესტიციები და რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ ამ კუთხით დამატებითი ინვესტიციების განხორციელება - ე.წ. ჭკვიანი კამერები და ბევრი სხვა ტექნოლოგია, რომლებიც მნიშვნელოვანწილად იძლევა პრევენციის საშუალებას. ამასთან ერთად, მე მინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო იმ ღონისძიებებს, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებების კიდევ უფრო გაძლიერებას და განმტკიცებას სამართალდამცავ სისტემაში. ესეც ძალიან კარგი ინიციატივაა, მაგრამ ჩვენ, ყველას ერთად, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იქ, სადაც გიორგი გახარია ამ რეფორმებს ახორციელებს, რა დარგშიც, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს და იმ რეფორმათა პაკეტი, რომელიც სრულად პასუხობს გამოწვევებს, მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მხარდაჭერილი იქნება ფინანსური რესურსით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ, დღეს, 21-ე საუკუნეში, ვერ შევქმნით ეფექტიან პოლიციას, თუ არ გვექნება შესაბამისი ტექნოლოგიები. აქედან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ გვაქვს სრული განცდა იმისა, რომ წარმოდგენილი რეფორმათა პაკეტი ადეკვატურად პასუხობს ყველა გამოწვევას, ხოლო ის ინვესტიციები, რასაც ჩვენ განვახორციელებთ აღჭურვილობაში, საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ ჩვენი სამართალდამცავი სისტემა“, - განაცხადა ბახტაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)