|
2018-06-19 15:45:36, 819 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი ხოშტარიას: თქვენ სანდრო გირგვლიანის მეგობარი იყავით და შეხედეთ ვისთან ერთად ზიხართ პარტიაში
„ქალბატონო ელენე, თქვენ სანდრო გირგვლიანის მეგობარი იყავით, შეხედეთ ვისთან ერთად ხართ პარტიაში და ამის მერე დამისვით კითხვები“, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკინამ „ევროპული საქართველოს“ წევრს, ელენე ხოშტარიას, რომელმაც მისი საქმიანობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ოჯახები ცუნამმა და უსამართლობის განცდამ წაიღო“. „ქალბატონი ელენე ხოშტარია რაღაც ოჯახის თავზე დატრიალებულ ცუნამებზე მელაპარაკება. ცუნამი კი არა უარესი დატრიალდა ბატონი სარალიძის, სუბელიანის, დადუნაშვილის და ბევრი სხვა ოჯახის თავზე. მე არ ვიცი ამაზე დიდი ტრაგედია რა შეიძლება იყოს. არც ერთ მშობელს არ ვუსურვებ, მისმა შვილმა სხვა ბავშვი მოკლას ან მისი ბავშვი იქნეს სხვა ბავშვის მიერ მოკლული. ეს იყო ყველაზე დიდი ტრაგედია მაგრამ მე კიდევ სხვა ცუნამი მახსენდება, ეს არის სანდრო გირგვლიანის საქმე და ქალბატონო ელენე, თქვენ სანდროს მეგობარი იყავით და შეხედეთ ვისთან ერთად ხართ პარტიაში და ამის მერე დამისვით კითხვები“, - განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თეა წულუკიანის საქმიანობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში მისი აღქმა არაადეკვატურია. „აზრი ხომ არ შეიცვალეთ იმასთან დაკავშირებით, რომ შოთაძემ რაღაც ხომ არ დააშავა მოქალაქეებთან? - აბსოლუტურად არაადეკვატურია თქვენი აღქმა და თქვენი პასუხისმგებლობის აღქმა იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც დღეს არის ქვეყანა. იმ კრიზისის ფონზე, როდესაც ადამიანი აბსოლუტურად გაითელა და თქვენ საუბრობთ რაღაც ტალღებზე. ხუთი წელია ადამიანის უფლებების დროშით ხართ მოსული, რეფორმების ტალღებზე ლაპარაკობთ და ცუნამმა და უსამართლობის განცდამ წაიღო ოჯახები“, - განაცხადა ხოშტარიამ.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)