|
2018-06-19 15:15:48, 1166 ნახვა
პოლიტიკა
„ანა სუბელიანმა და თამაზ ახობაძემ ფულზე დაიწყეს ვაჭრობა“ - წულუკიანის განცხადებას პარლამენტში ხმაური მოჰყვა
პარლამენტში იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის განცხადებას ხმაური მოჰყვა. თეა წულუკიანმა ელენე ხოშტარიას კითხვას უპასუხა, რომელიც მოქალაქე თამაზ ახობაძის და ანა სუბელიანის სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან“ უკანონო გათავისუფლებას ეხებოდა. „სასამართლომ ერთ მშვენიერ დღეს ჩათვალა, რომ მოქალაქე ახობაძე და მოქალაქე სუბელიანი იყვნენ მართლები და მათ დიახ ჩემ მიერ გატარებული რეფორმების წყალობით იუსტიციის სამინისტროს სისტემას მოუგეს სასამართლო დავები სამივე ინსტანციაში. ახლა ქალბატონი ეკა გიგაური, სუბელიანი და სხვები, რომლებიც უგებენ იუსტიციის სამინისტროს რეფორმირებულ სასამართლოში დავებს, არიან უკმაყოფილო ამავე სასამართლოთი, ამიტომ უნდა ავირჩიოთ, რა გვინდა, სასამართლო დავებს თუ ვიგებთ, რატომ არის სასამართლო ცუდი. ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს. ბევრჯერ გავეცი ამ კითხვას პასუხი, მაგრამ როგორც ჩანს ერთ-ერთი კითხვის ავტორს მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა, არ მომისმინა. ამიტომ გასაგებად ვამბობ კიდევ ერთხელ, ცრუ არის მტკიცება იმის შესახებ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემა ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს არ აღსრულებს და ზოგიერთი მედიის მიერ ამ სიცრუის ტირაჟირება ხდება. უფრო მეტიც, ზოგიერთმა დეპუტატმა ჩვენივე პარტიიდან მკითხა, ეს მართალიაო? არა ბატონებო, ეს არის სიცრუე, რადგან ქალბატონი სუბელიანი, ბატონი ახობაძე, როგორც კი სააღსრულებლო ფურცელი შემოვიდა, იყვნენ მიწვეული აღსრულების ბიუროში და მათ დაიწყეს ვაჭრობა ფულზე და თქვეს, რომ მოგვეცით უფრო მეტი ფული, მოიხადეთ ბოდიში და აღვასრულებთო“, - განაცხადა წულუკიანმა. აღნიშნულ განცხადებას თამაზ ახობაძის და ანა სუბელიანის გაღიზიანება მოჰყვა. ახობაძე დარბაზიდან მანდატურებმა გაიყვანეს, სუბელიანმა კი, სხდომა თავად დატოვა. იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა საქმეზე საუბარი გააგრძელა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სასამართლოს მიერ მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება აღსრულებადი არ არის. „ჩვენ მაინც დავიწყეთ აღსრულება ამ ორი გადაწყვეტილების და ამჟამად გვაქვს სახეზე შემდეგი მდგომარეობა, არც ერთი ეს გადაწყვეტილება არ არის დღეს აღსრულებადი, რადგან ბატონი ახობაძის შემთხვევაში გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებასაც ის ითხოვს არის გაბათილებული. ქალბატონმა ელენემ დასვა ეს კითხვა და პარტიაში იმედია გყავთ იურისტი, თუ ადეიშვილი წავიდა და იურისტი აღარ გყავთ პარტიაში? გააკეთეთ ანალიზი და ნახავთ, რომ ახობაძის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება არის გაბათილებული, რადგან ის პოზიცია, სადაც აღდგენილ იქნა ბატონი ახობაძე, ცოცხალი ადამიანი მუშაობს, ამ ადამიანმა იჩივლა, რომ მისი - მესამე მხარის უფლებები ირღვევა და ახლა მიმდინარე დავაა სასამართლოში. შესაბამისად, მანამ დავა არ დასრულდება, ვერ შესრულდება ეს სასამართლო გადაწყვეტილება. რაც შეეხება ქალბატონ სუბელიანს, რომელიც ღელავს და არ სიამოვნებს ის პასუხები, რასაც მე აქ ვიძლევი ქალბატონი ელენეს კითხვის პასუხად. ქალბატონი სუბელიანის შემთხვევაში საქმე ეხება შემდეგს: ის აღდგენილი იქნა სასამართლოს მიერ იმ პოზიციაზე, რომლიდანაც ის არ გათავისუფლებულა და უფრო მეტიც საერთოდ მოცემულ სიპში არ არსებულა ეს პოზიცია, შესაბამისად, აღსრულების ფურცელი აღუსრულებლად დაბრუნდა და ამაზე მიმდინარეობს სასამართლო დავა. ამიტომ, ნებისმიერ იურისტს ესმის, რომ მიმდინარე დავაზე არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ექვემდებარება აღსრულებას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)