10:18 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 13:53:23, 920 ნახვა

სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადადის

„ჩვენ გადავწყვიტეთ, გადავიდეთ პატარა ციხეების მოდელზე“, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პატარა ციხეები მართვის კუთხით უფრო ეფექტურია.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, გადავიდეთ პატარა ციხეების მოდელზე. შემუშავდა და მზად არის პატარა ციხის პროექტი, იმიტომ, რომ სამართავად უფრო ეფექტურია. დაახლოებით ერთი და იგივე პროექტით, ჩვენ დავიწყებთ არაუმეტეს 500-კაციანი ციხეების მშენებლობას“, -განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო. დილიდან მინისტრობის კანდიდატები დეპუტატების წინაშე კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე წარდგნენ. ამ დროისთვის მათ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები უსმენენ. მოგვიანებით ისინი პარლამენტში წარმოდგენილ ოფიზიციურ პარტიებს შეხვდებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics