08:21 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 13:18:24, 627 ნახვა

საზოგადოება
გახარია: როგორც ჩანს, სულ მალე მომიწევს მესამედ მივმართო პარლამენტს

მქონდა პატივი, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ მომემართა თქვენთვის და როგორც ჩანს, სულ მალე მომიწევს მესამედ მივმართო პარლამენტს, - ასე დაიწყო საკუთარი გამოსვლა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

როგორც მან აღნიშნა, შსს კონცენტრირებულად მუშაობას იმ რეფორმებზე, რომლის მიზანიც ქვეყანაში უსაფრთხოების და მართლწესრიგის ხარისხის გაზრდაა.

„ჩემთვის პატივია, მქონდეს შესაძლებლობა მოგმართოთ და ასევე მხვდა წილად ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ მქონდეს საშუალება მივმართო პარლამენტს და როგორც ჩანს, სულ მალე მომიწევს კიდევ მესამედ მივმართო პარლამენტს, ალბათ. აქედან გამომდინარე ვეცდები ვისაუბრო მოკლედ, რამეთუ დაისვა საკითხი კოლეგების მხრიდან რომ არის შეკითხვები და უფრო მეტი დრო რომ დაგვრჩეს ამისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენ კარგად გვესმის, რომ მართლწესრიგი, ეფექტიანი და პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, რამეთუ გვესმის, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, ვერანაირი ეკონომიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება ვერ განვითარდება. ამიტომაც ჩვენ სრულიად კონცენტრირებულად ვმუშაობთ იმ რეფორმების გასატარებლად, რომლის მიზანი არის უსაფრთხოების და მართლწესრიგის ხარისხის გაზრდა ქვეყანაში. რეფორმის ამ პაკეტს ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება, რამეთუ გვესმის, რომ დღევანდელი გამოწვევების პირობებში, პოლიცია და შსს ნამდვილად საჭიროებს სისტემურ განახლებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics