19:26 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 11:18:39, 949 ნახვა

სამართალი
ზუგდიდში ძმამ და დაჭრა

ზუგდიდში ძმამ და დაჭრა.

არსებული ინფორმაციით,შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

შემთხვევა ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის სამმართველოს სიახლოვეს მოხდა.  სამართალდამცავებმა დაჭრაში ბრალდებული ძმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. 

როგორც „ექსპრესნიუსს“  ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ნიკა ჭეჟიამ განუცხადა, ახალგაზრდა  გოგონას ჭრილობა გულმკერდის არეში  აქვს მიყენებული. მისი თქმით, ამ დროისთვის პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ახალგაზრდა ქალი შემოყვანილი იქნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიერ. ქალბატონს აღენიშნებოდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე. ამ დროისთვის პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ნიკა ჭეჟიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის  11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო (ოჯახური ძალადობით ჩადენილი ჯანმრთელობისთვის  განზრახ მძიმე დაზიანება, რაც 3-დან 6 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები
ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს
PHR: სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო
თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics