|
2018-06-19 10:41:20, 692 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი გიორგიწმინდას დასახლებაში გზის გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, გიორგიწმინდას დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც შემოვლითი გზის გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო. მერიის ინფორმაციით, გზის დაზიანება უხვმა ნალექმა და ადიდებულმა მდინარემ გამოიწვია. კახა კალაძის თქმით, შემოვლითი გზით გიორგიწმინდას მოსახლეობა აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო სარგებლობდა. "აქ მიმდინარეობდა როგორც საგზაო, ისე ხიდის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. გაკეთებული იყო შემოვლითი გზა, რომელიც უხვმა ნალექმა და ადიდებულმა მდინარემ მოანგრია. დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც გაუნადგურდა საშენი მასალები, თუმცა ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით მას. შემოვლითი გზის აღდგენის სამუშაოები დაწყებულია და დილისთვის დასრულებული იქნება. ხიდის სამუშაოებიც ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. მცირე ზიანი იყო სხვადასხვა რაიონშიც, მათ შორის ისანში, გარდა ამისა, ისევ დაიტბორა ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, თუმცა ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია. კლდე ჩამოიშალა მარნეულისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა იქაც უკვე მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები", - განაცხადა თბილისის მერმა. გლდანის გამგებლის ბექა მიქაუტაძის განმარტებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სანიაღვრე და წყალარინების ქსელის მოწყობასაც ითვალისწინებს, რაც პრობლემას მომავალში სრულად გადაჭრის. "მოეწყო სანიაღვრე და წყალ-კანალიზაციის ქსელები, თუმცა, სამწუხაროდ, უხვმა ნალექმა გიორგიწმინდის ხევში მდინარის ადიდება გამოიწვია. ასევე, ზემოდან ჩამოსულმა ნიაღვარმა გზა დატბორა. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და დილისთვის ყველაფერი წესრიგში იქნება. ასევე, უახლოეს პერიოდში დასრულდება ამ გზის სამუშაოები და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება", - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. დედაქალაქის მერთან და გლდანის გამგებელთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილეები - ილია ელოშვილი და ირაკლი ბენდელიანი, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გაგი ბუაძე, თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ გრიგოლია.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)