04:38 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 09:15:30, 716 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა დღეს დაიწყება

პარლამენტში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა დღეს დაიწყება.

10:00 საათზე აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითთმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 4 მინისტრობის კანდიდატს მოუსმენენ.

პარალელურად, მინისტრობის კიდევ სამ კანდიდატს მოუსმენენ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაა ჩანიშნული. სხდომაზე 6 მინისტრის მოსმენა იგეგმება.

ასევე 11:00 საათზე დაიწყება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს მოუმენენ.

ამის შემდეგ, 12:00 საათზე პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატები პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში საპარლამენტო უმრავლესობის წინაშე წარდგებიან, 13:30 საათზე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“, 14:30 საათზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო 15:30 საათზე „ევროპული საქართველოს“ წინაშე. მოგვიანებით, 17:00 საათზე ბიუროს სხდომაა დაგეგმილი.

20 ივნისს, 12:00 საათზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე  სხდომაზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართება.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ ბიუროს სხდომაზე მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების პროცედურის ვადებზე ისაუბრა:

„ჩვენ გვქონდა დაგეგმილი შედარებით ხანგრძლივი ვადებით ამ პროცედურის გავლა, გვსურდა, რომ სულ მცირე, ორი დღე დაგვეთმო კომიტეტებისთვის და ასევე, პოლიტიკური ჯგუფებისთვის, თუმცა, დღეს ალბათ, მოისმინეთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ იგეგმება ცვლილებების შეტანა, პარლამენტისა და მთავრობის თანამშრომლობით. იგეგმება ცვლილებების შეტანა კანონში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ". იგეგმება სამინისტროების შემცირება, ასევე, იგეგმება, უკვე რეორგანიზაციის შემდეგ, პერსონალური განახლებაც მთავრობის შემადგენლობაში. შესაბამისად, ჩვენ, დაახლოებით, 3 კვირაში, მოგვიწევს იგივე პროცედურის ხელახლა გავლა, წარმოდგენილი იქნება ახალი სტრუქტურის შესაბამისად, ახალი სამთავრობო შემადგენლობა, განახლდება, ასევე, შინაარსი, სამთავრობო პროგრამის, ბუნებრივია, როდესაც დასახელდებიან ახალი მინისტრობის კანდიდატები, მათ ექნებათ საკუთარი ხედვა კონკრეტულ დარგებთან მიმართებით, შესაბამისად, განახლება შეეხება, ასევე, სამთავრობო პროგრამას. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ერთი და იგივე პროცედურა თავიდან არ გავიაროთ ორჯერ, რაც იქნება, ბუნებრივია, აზრს მოკლებული, შემოთავაზებულია, რომ ჩვენ, ამ ეტაპზე, შედარებით მოკლე ვადებში განვიხილოთ და გავიაროთ ეს პროცედურა და უკვე, დაახლოებით, 3 კვირის თავზე, როცა შემოვა საქართველოს პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობა, განახლებული სტრუქტურით, იქ მეტი დრო დავუთმოთ ამ პროცედურას. ეს არის შემოთავაზება და ამას ეფუძნება სწორედ შემოთავაზებული გრაფიკი, მათ შორის, ეს ვადები, რომელიც არის განსაზღვრული ამ გრაფიკით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სხდომის დასასრულს, მან საკომიტეტო სხდომებსა და პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში გასამართი მოსმენების რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები განმარტა.

„რეგლამენტის თანახმად, როდესაც იმართება საკომიტეტო მოსმენა, ან პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრა, ეს უნდა იყოს საკომიტეტო მოსმენა და პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრა. ამ პრინციპიდან გადახვევა გვქონდა ჩვენ წინა მოსმენის შემთხვევაში, როდესაც, მაგალითად, პოლიტიკურ ჯგუფებში მოსმენას ესწრებოდნენ არა მხოლოდ შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, არამედ, ასევე, სხვა პირები, არა ფრაქციის წევრები, არა დეპუტატები, რომლებიც, ასევე, კითხვებსაც სვამდნენ მთავრობის მიმართ, რაც არის, ბუნებრივია, რეგლამენტის საწინააღმდეგო მოვლენა, შესაბამისად, ჩვენ უნდა მივყვეთ რეგლამენტით დადგენილ პროცედურას. რა თქმა უნდა, სხდომები იქნება ღია და საჯარო, ექნება ნებისმიერ პირს იმის საშუალება, რომ დაესწროს სხდომას, მეორე იარუსზე, სტუმრებისთვის განკუთვნილ ლოჟაში, თუმცა, რაც შეეხება დარბაზს და რაც შეეხება კითხვა-პასუხს, იქნება, რა თქმა უნდა, კითხვების დასმა შესაძლებელი პარლამენტის წევრთა მხრიდან. კიდევ ერთხელ, ეს არის შეხვედრა ფრაქციასთან, უმცირესობასთან, უმრავლესობასთან და არა შეხვედრა შესაბამის პოლიტიკურ პარტიებთან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics