08:21 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 20:30:08, 802 ნახვა

საზოგადოება
მთავრობა ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას გეგმავს

საქართველოს მთავრობა ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას გეგმავს.

ახალ სამთავრობო პროგრამაში „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტს წარუდგინა, ნათქვამია, რომ ეკოომბუდსმენის ინსტიტუტი გახდება სექტორებს შორის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების განხილვის პლატფორმა, ისარგებლებს მაღალი ნდობით როგორც სამთავრობო უწყებების, ისე ბიზნესსექტორისა და საზოგადოების მხრიდან.

„გარემოს დაცვა, მისი მდგრადობის შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია კლიმატის ცვლილების მიმდინარე პროცესში. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა ერთდროულად პასუხობს სამ ურთიერთგადამკვეთ გამოწვევას, კერძოდ ესენია: სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და კლიმატის ცვლილების შერბილების ხელშეწყობა. მთავრობა გააგრძელებს აქტიურ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკას, რომლის მიზანიც იქნება მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდა, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სურსათის უვნებლობა და სოფლის განვითარება.

ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად და ბუნებრივი კატასტროფების რისკების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ეფექტიანი გარემოსდაცვითი მმართველობის ჩამოყალიბება, რაც მხოლოდ კომპლექსური მიდგომით არის შესაძლებელი. ჩვენი მიზანია ყველა გადაწყვეტილების, მათ შორის, ეკონომიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდეს არა მხოლოდ ეკონომიკური მიზანშეწონილობის, არამედ, პირველ რიგში, ეკოლოგიური ეფექტიანობის გათვალისწინებით. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს მთავრობა აქტიურად გააგრძელებს მუშაობას მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, ვინაიდან მწვანე ზრდის წახალისება გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს უწყობს ბიზნესის მხრიდან დანახარჯების შემცირებას, ასევე ბიზნესის ახალი მიმართულებების განვითარებას. მწვანე ეკონომიკის დანერგვის პროცესში საქართველოს მთავრობა კონკრეტული ინიციატივებით წაახალისებს მწვანე ინვესტიციებს, ეკოლოგიურად სუფთა საკვების წარმოებას, მწვანე პროდუქციის წარმოებას, სუფთა ტრანსპორტს, მდგრადი ეკოტურიზმისა და ეკოსისტემების სერვისების განვითარებას, განახლებადი ენერგიის მოცულობის ზრდას, ენერგოეფექტიანი ღონისძიებების გატარებას, კლიმატგონივრული და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვას, ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებას, უნარჩენო წარმოების ხელშეწყობას, მწვანე ინოვაციური “start up”-ების დაარსების პოპულარიზაციას. ამასთან, აღნიშნული მიზნების განხორციელების პროცესში საქართველოს ექნება საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა.

ვინაიდან გარემოს დაცვის სფეროს მართვა თითქმის ყველა სამთავრობო უწყების, არასამთავრობო და ბიზნესსექტორის, სამეცნიერო წრეებისა და ზოგადად მთელი საზოგადოების აქტიური ჩართულობით უნდა ხორციელდებოდეს, გარემოს დაცვის სფეროს კომპლექსური და მრავალსექტორული ხასიათის გამო, ჩვენ ვგეგმავთ ქვეყანაში ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას. ეკოომბუდსმენის ინსტიტუტი გახდება სექტორებს შორის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების განხილვის პლატფორმა, ისარგებლებს მაღალი ნდობით როგორც სამთავრობო უწყებების, ისე ბიზნესსექტორისა და საზოგადოების მხრიდან და ის იქნება ერთგვარი გარანტი გარემოს დაცვის საკითხებზე მთავრობის, საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური თანამშრომლობისთვის“, - ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics