19:26 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 18:26:20, 1091 ნახვა

სამართალი
სასამართლოს სასადილოში მომხდარი ინციდენტზე 4 პოლიციელს საყვედური, მათ ხელმძღვანელს კი, სასტიკი საყვედური გამოუცხადეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, შსს-ს ხუთი თანამშრომლის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთა.

საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზვიად კუპრავა პოლიციამ სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანა. პოლიციის ოთხ თანამშრომელს დისციპლინური სახდელი - საყვედური შეეფარდა, ხოლო ადგილზე მყოფ ხელმძღვანელ პირს - სასტიკი საყვედური.

ზაზა სარალძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო, რომ  აღნიშნულ საქმეში მთელი ჯგუფის პასუხისმგებლობა გამოკვეთილიყო.

„დღეს ჩვენ გენინსპექციაში ვიმყოფებოდით სასამართლოს სასადილოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმებით გამოვლინდა ხუთი პირის სამსახურებრივი დისციპლინური გადაცდომა. ზომად გამოყენებული იქნა, როგორც საყვედური, ასევე ხელმძღვანელი პირის მიმართ სასტიკი საყვედური, რაც თავის თავში დასჯის მიმართულებით კიდევ უფრო მეტს მოიცავს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი ჯგუფის პასუხისმგებლობა გამოკვეთილიყო“, - განაცხადა ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ გენერალური ინსპექციიდან გამოსვლის შემდეგ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები
ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს
PHR: სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო
თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics