|
2018-06-18 16:55:30, 1035 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა - სიაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია
პარლამენტის საქართველოს მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად წარედგინა. შემადგენლობაში სამი ახალი მინისტრობის კანდიდატია. უფრო კონკრეტულად, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ზალკალიანის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ჩერქეზიშვილის, ხოლო ფინანსთა მინისტრის პოსტზე ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურაა წარდგენილი. სამივე მათგანი მანამდე ამავე უწყებებში მინისტრის მოადგილის თანამდებობებს იკავებდნენ. რაც შეეხება სხვა სამინისტროებს, თანამდებობებზე კვლავ მოქმედი მინისტრები არიან წარდგენილი. შეგახსენებთ, მთავრობა ამ შემადგენლობით პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად ხვალ წარდგება. ხოლო მას შემდეგ, რაც სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტი საკნონმდებლო ცვლილებებს განახორციელებს, ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოში ნდობის მოსაპოვებლად კიდევ ერთხელ, უკვე განახლებული შემადგენლობით მივა. ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)