|
2018-06-18 14:41:35, 766 ნახვა
კომენტარი
ბესელია: იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაერთიანების საკითხი დღის წესრიგში დგას
„იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს გაერთიანების საკითხი მსჯელობის საგანია, ახლაც დგას დღის წესრიგში“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მანვე განმარტა, რომ სტრუქტურული ცვლილებები ამ ეტაპზე პროკურატურას არ შეეხება. „გადაწყვეტილებას მას შემდგომ მივიღებთ, რაც მთლიანობაში დავინახავთ ამ სტრუქტურულ ცვლილებებს. რაც შეეხება პროკურატურას, ის არის ამ სტრუქტურული ცვლილებების ჩამონათვალში, იმიტომ რომ კონსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც ჩვენ დავამტკიცეთ, ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, პროკურატურა იქნება დამოუკიდებელი უწყება, მას ბმა ექნება მხოლოდ პარლამენტთან“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. ეკა ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ მთლიანი გუნდისთვის მცირე ზომის მთავრობის იდეა მისაღებია. „მთლიანობაში ხედვა არის მისაღები. მცირე ზომის მთავრობა, რომელიც გათვლილია ეფექტიან შედეგებზე და მას აქვს ძალიან დიდი ხიბლი, ბუნებრივია, მოსახლეობამდე კეთილდღეობა და სერვისები სწრაფად იყოს მიტანილი და ბევრი სხვა სიკეთეც ახლავს, თუმცა მოსაზრებების და განხილვის პროცესი კვლავ მიმდინარეობს“, - განაცხადა ბესელიამ. რაც შეეხება ახალ სტრუქტურულ ცვლილებებს, ეკა ბესელიას თქმით, ეს პროცესი უკვე დაიწყო და 2-3 კვირის ვადაში იქნება შემუშავებული. „ჩვენ ვიწყებთ მთავრობის ნდობის გამოცხადების პროცესს, ეს პროცედურები უკვე კარგად არის ცნობილი, თუმცა სიახლე იქნება ის რომ ის პროცესი, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ ხვალ, საკომიტეტო განხილვებიდან, შემდეგ პოლიტიკურ ჯგუფებში გაგრძელდება და ოთხშაბათს უკვე პლენარულ სხდომაზე მოხდება მთავრობის ნდობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ეს იქნება პირველი ეტაპი, თუმცა როგორც უკვე მთავრობის მეთაურის ახალმა კანდიდატმა გააკეთა განცხადება, სულ მოკლე დროში და ამ თემაზე გვქონდა დღეს მსჯელობა, დაახლოებით 2-3 კვირის ვადაში იქნება შემუშავებული ახალი ცვლილებები მთავრობის სტრუქტურული საქმიანობის შესახებ კანონში, რომლითაც იგეგმება მცირე ზომის მთავრობის სტრუქტურირება და შემდეგ უკვე მოხდება განახლებული მთავრობის წარდგენა პარლამენტში ნდობის მისაღებად, ანუ ხვალიდან ჩვენ ვიწყებთ ცვლილებას კონსტიტუციური ვადის დაცვით, რომელი სამინისტროები გაერთიანდებიან და როგორ მოხდება შერწყმა, ამაზე ჩვენ კიდევ გვექნება მსჯელობა, დღეს ზოგადად კონცეფციის დონეზე ვისაუბრეთ, მთავრობის ნდობის გამოცხადებისა პროცესს ჩვენ დავასრულებთ ალბათ ოთხშაბათს, შემდეგ უკვე დაიწყება საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, წარმოდგენილი იქნება განახლებული მთავრობის შემადგენლობა“, - აღნიშნა ბესელიამ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)