|
2018-06-18 13:06:55, 885 ნახვა
სამართალი
ეკა ბესელია „რუსთავი 2“-ის და ifact-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემას, „შაბათის კურიერს“ და ასევე, „ifact“-ის წარმომადგენელს მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ეკა ბესელიამ განცხადება საკუთარ სოციალურ გვერდზე გაავრცელა. დეპუტატის თქმით, ის აღნიშნულთან დაკავშირებით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა და სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს. „ვეხმიანები ტელეკომპანია რუსთავი 2 ის შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტს, სადაც რუსთავი 2 ის ჟურნალისტმა და ifact-ის წარმომადგენელმა გაავრცელა განზრახ ცრუ, ცილისმწამებლური და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია. კერძოდ, მე დამაკავშირა კომპანია ,,Qnet,,-თან და მის საქმიანობასთან რაც არის სრული სუცრუე. მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე ვაცნობე გადაცემის წამყვან ჟურნალისტს, მან განზრახ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია. ამ კომპანიასთან არასოდეს მქონია და არ მაქვს არანაირი ურთიერთობა და მოვითხოვ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო იმსჯელოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ , რომელსაც მივმართავ ხვალ საჩივრით. ხოლო შემდგომ, გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციების გამო მივმართავ სასამართლოს რუსთავი 2 და ჟურნალიტთა ჯგუფის ifact ის წინააღმდეგ“, - ანიშნულია ეკა ბესელიას განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)