|
2018-06-18 10:54:12, 645 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი ღოღობერიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე საგზაო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო. „როდესაც ამ ქუჩაზე წინასაარჩევნოდ ვიყავი, მოსახლეობა ძალიან შეწუხებული იყო, რადგან გზა არ ჰქონდათ და დაყრილი იყო მიმდებარე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განკუთვნილი საშენი მასალა. მათ დავპირდი, რომ საგზაო ინფრასტრუქტურას აუცილებლად მოვაწყობდით. ამ პროექტის განხორციელება 400 000 ლარზე მეტი ჯდება. დაახლოებით ორ თვეში გზა მთლიანად განახლებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ნაძალადევის რაიონის გამგებლის განცხადებით, ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ, რაიონის ცენტრალურ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა განიტვირთება. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზის სავალ ნაწილზე ძველი საფარის მოხსნა მიმდინარეობს. „ეს ნაძალადევის რაიონის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფაგრლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, ბორდიური გამოიცვლება, ტროტუარი მოეწყობა. დაახლოებით 5 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება. ზოგადად, რაიონის მასშტაბით გვაქვს პრობლემური მისამართები, რასაც ეტაპობრივად მივყვებით და გზებს რეაბილიტაციას პრიორიტეტების მიხედვით ვუტარებთ. მსგავსი ტიპის საგზაო სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა და ნაძალადევში პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა დაათვალიერეს.
(NS)
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)