|
2018-06-18 10:51:58, 766 ნახვა
სამართალი
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საბერძნეთის საელჩოს პოლიციის მეკავშირე ოფიცერს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, შალვა ენუქიძე საქართველოში საბერძნეთის საელჩოს პოლიციის მეკავშირე ოფიცერს, კონტანტინოს ლენოსს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საბერძნეთსა და საქართველოში უკანონო მიგრაციის კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთის საელჩოს პოლიციის მეკავშირე ოფიცერი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სტრუქტურას, მის ძირითად ფუნქციებს, ასევე, ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირების გაძევებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს გაეცნო. კონტანტინოს ლენოსმა დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი დაათვალიერა და იქ არსებული უსაფრთხოების პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)