00:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 18:28:30, 658 ნახვა

ეკონომიკა
სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პოტენციალის შესწავლა ხორციელდება

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით საქართველოში არსებული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პოტენციალის შესწავლა ხორციელდება.

პროცესის წარმართვისათვის და კომერციალიზაციის პოტენციალის შესაფასებლად პროექტში მონაწილეობას იღებენ ექსპერტები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (MIT). პროექტი 2 ფაზად არის დაყოფილი. პირველი ფაზა მოიცავს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის, სამეცნიერო ტექნოლოგიური მიღწევების, გამოგონებების ასევე ტექნიკური ბაზისის აღწერას. პროცესში გროვდება ინფორმაცია სამეცნიერო ტექნოლოგიური მიღწევების პროტოტიპების არსებობის, მათი დახვეწისათვის საჭირო მოწყობილობების თუ პროცესების, თანმდევი თანამშრომლობის სხვა უწყებებთან საჭიროების შესახებ.

პროექტის შემდგომი ფაზა იდენტიფიცირებული პოტენციალის კომერციალიზაციის ანალიზსა და ქვეყნისათვის პერსპექტიული მიმართულების იდენტიფიცირებას მოიცავს.

„პროექტის მიზანია საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის დადგენა და მისი ეკონომიკის განვითარების პროცესში წილის გაზრდაა. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სპეციალისტები ქართულ მხარეს ასევე არსებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის საერთაშორისო ბაზარზე წარმოსაჩენად კონტაქტების დამყარებაში და შესაბამისი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში დაეხმარებიან. როგორც თვითონ მოწვეული ექსპერტები აღნიშნავენ საკმაოდ ბევრი მიმართულებით საქართველოს მნიშნელოვანი ინოვაციები გააჩნია, რომელსაც მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრება შეუძლია“, - აცხადებენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics