19:19 - 28 Oct, 2026
|
2018-06-16 12:02:09, 1185 ნახვა
სამართალი
გურიაში ებრაელი ბიზნესმენი დააყაჩაღეს
გურიის სოფელ დაბა ლაითურში ყაჩაღობა მოხდა. „რუსთავი 2“-ის ცნობით, ებრაელი ბიზნესმენის იგორ ასკაროვის სახლში უცნობი პირები შეიჭრნენ და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემია მისი მეუღლეც. ბოროტმოქმედები სასოფლო ინვენტარით, ნაჯახით, უროთი და ჩაქუჩით იყვნენ შეიარაღებულები. ბიზნესმენს სოფელ დაბა ლაითურში რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ასკაროვი ამბობს, რომ ეს მასზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. მისივე თქმით, დამნაშავეებმა სახლიდან ოქროს სამკაული და 20 ლარი წაიღეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)