|
2015-05-29 17:09:31, 438 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ავსტრიის დელეგაცია ეწვია
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ივანე პაპიაშვილის მოწვევით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავსტრიის რესპუბლიკის ვენის ფედერალური მიწის პოლიციის პრეზიდენტი ეწვია. უწყების ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში სტუმრებმა შეხვედრები გამართეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ივანე პაპიაშვილთან, ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს შალვა ბედოიძესთან და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ დავით ცინარიძესთან. შეხვედრებზე სტუმრები გაეცნენ სამინისტროს მუშაობის პრინციპს, დაგეგმილ და განხორციელებულ სიახლეებს. მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი დედაქალაქების პოლიციის მუშაობის სპეციფიკა და გამოცდილება გაუზიარეს. ვენის ფედერალური მიწის და ამავდროულად ქალაქ ვენის პოლიციის პრეზიდენტი გერჰარდ პიურსტლი დედაქალაქის კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის მუშაობის მეთოდებით დაინტერესდა. საუბარი შეეხო საქართველოს შსს-ში ბოლო წლებში გატარებულ რეფორმებსა და საპატრულო პოლიციაში განხორციელებულ რებრენდინგს. საპატრულო პოლიციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრებმა საპატრულო პოლიციის ახალი ავტომანქანა „ფორდ ინტერსეპტორი“, მოტოციკლი და ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)