19:17 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-15 18:14:36, 852 ნახვა

სამართალი
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მიმავალი მოტოციკლეტი ავტომობილს შეეჯახა. 

შემთხვევის შედეგად მოტოციკლეტზე მსხდომი ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში  გადაიყვანა.

როგორც  „ექსპრესნიუსს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს,  ორივე დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 „ორივე მამაკაცს აღენიშნება  დაჟეჟილობები და ამჟამად ემერჯენსშია მოთავსებული.  უტარდებათ ყველა საჭირო გამოკვლევა დაზიანების დასადგენად“, - აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით  გამოძიება სსკ-ს 176-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები
ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს
PHR: სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო
თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics