|
2018-06-15 17:59:02, 1238 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი უმრავლესობის მიერ შერჩეულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, პარლამენტს დღეს წარუდგენს
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეულ პრემიერმინისტრობის კანდიდატს პარლამენტს დღეს წარუდგენს. ამის შესახებ განცხადება ანა ნაცვლიშვილმა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ,, საქართველოს კონსტიტუციის მე-80 პრიმა მუხლი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უმრავლესობის მიერ შერჩეულ და წარდგენილ კანდიდატურას წარუდგენს პარლამენტს. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა თავისი პოლიტიკური პოზიცია ძალიან ნათლად დააფიქსირა და აღნიშნა, ვინ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად - ეს არის ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მმართველმა გუნდმა გააკეთა სხვა არჩევანი. ,,პრეზიდენტის პოლიტიკური პოზიცია ერთი საკითხია და მეორე საკითხია- რას განსაზღვრავს და როგორ განსაზღვრავს ქვეყნის უზენაესი კანონი. ბუნებრივია, პრეზიდენტი როგორც კონსტიტუციის დაცვის გარანტი, შეასრულებს იმ მოვალეობას, რომელსაც მას აკისრებს ამ ქვეყნის კონსტიტუცია. პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით, აქვს 7 დღის ვადა, თუმცა, ეს აქტი გამოიცემა დღეს და კიდევ ერთხელ ის მოქმედებს იმ ვალდებულების ფარგლებში, რომელსაც მას აკისრებს ამ ქვეყნის უზენაესი კანონი. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს პოლიტიკური განსხვავებული პოზიცია აქვს", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. შესაბამისი განკარგულება: https://www.president.gov.ge/ka-GE/sajaro-informacia/samartlebrivi-aqtebi/saqartvelos-prezidentis-gankarguleba-N15-06-02.aspx
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)