11:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-15 16:49:06, 781 ნახვა

სამართალი
ზურა ჯაფარიძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის, სარჩელი და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ჯაფარიძეს 2 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

საქმეს მოსამართლე ლევან მურუსიძე განიხილავდა.

ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ის საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

"მურუსიძემ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება მხოლოდ პოლიციელების ცრუ ჩვენებებს, თითქოს მე ვაგინე და ვეჭიდავე პოლიციელებს - და დამაკისრა 2 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა. შემდეგი გაჩერება - სტრასბურგი. პროკურატურაში შეტანილი მაქვს საჩივარი იმ პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებმაც მისცეს ცრუ ჩვენებები. ჯერჯერობით დუმილია. არ გადავიხდი“, - ამბობს ჯაფარიძე.

საქმე ეხება 3 მაისს მომხდარ ინციდენტს, როდესაც პარტიის 3 ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ხულიგნობის მუხლებით დააკავეს. მეგრელიშვილსა და ხვიჩიას სასამართლომ 10-10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ჯაფარიძეს კი 2 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics