08:20 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-15 15:52:24, 835 ნახვა

საზოგადოება
სამგორის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა

ვარკეთილის მედიათეკაში სამგორის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთობლივი დასაქმების  ფორუმი გაიმართა.

ღონისძიებაში 15-მა კომპანიამ 1500-ზე მეტი თავისუფალი სამუშაო ადგილი  წარმოადგინა.

სოციალური მომსახურების სააგენტომ ორგანიზება გაუწია დასაქმების ფორუმში სამგორის რაიონში მომუშავე  მსხვილი და საშუალო დამსაქმებლების ჩართვას. დაგეგმილი ფორუმის შესახებ აცნობა Worknet-ზე დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს და უზრუნველყო მათი დასწრება ღონისძიებაზე. ადგილზე მიმდინარეობდა მოქალაქეების რეგისტრაცია დასაქმების პორტალზე. აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის შემდეგ სამუშაოს მაძიებლებს ყოველდღიურად, პერსონალურ მობილურ ნომერზე, განახლებული მონაცემები ეცნობებათ შრომის ბაზარზე გაჩენილი ახალი ვაკანტური სამუშაო ადგილების თაობაზე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა დამსწრე საზოგადოებას დასაქმების სერვისებსა და ერთობლივი ღონისძიების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მარიამ ბეზარაშვილმა ფორუმზე მოსულ მოქალაქეებს დეტალურად გააცნო პროგრამებში ჩართვის პროცედურები. საკრებულოს სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა ერთობლივად ორგანიზებულ ფორუმზე და მოსალოდნელ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. თავად კომპანიების წარმომადგნელებმა, კი მათი ვაკანსიები და მოთხოვნები პერსონალურად წარმოადგინეს.

დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს უმარტივებს წვდომას ვაკანსიებზე. ასეთ ფართომასშტაბიან ღონისძიებებზე სამუშაოს მაძიებლებს საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ და აარჩიონ სხვადასხვა შეთავაზება რამოდენიმე დამსაქმებლისგან, ასევე, უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ პოტენციურ დამქირავებელთან. აღსანიშნავია, რომ ამჯერად ვაკანსიები წარმოდგენილი იყო მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო და ტურიზმის სფეროებიდან.

 

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics