|
2018-06-15 13:58:16, 659 ნახვა
კომენტარი
„მთელი განცხადება აგებულია სიცრუეზე“-სააკაშვილი არასამთავრობოებს პასუხობს
აი ,ეს არასამთავრობო ,არა მხოლოდ რუსეთს და კადიროვის ჩეჩნეთს "იცავს" ჩემგან,არამედ ამ "დაცვაში" ნათლად გამოსჭვივის ქართველი ერის ,როგორც მრავალეთნიკური ერთობის მიმართ,დისკრიმინაციული მიდგომა- ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო პლატფორმის კრიტიკას, რომელიც ის სექსისტური და დისკრიმინაციული განცხადებების გავრცელებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, „არაფობიას!“ განცხადებას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს და ის აგებულია სიცრუესა და ყველაფრის უკუღმა წარმოდგენაზე. „ტექსტის შემდგენელებისგან შეგნებულადაა ამოღებული კადიროვი და ამით ცდილობენ ჩემს მიერ ნათქვამი აზრის დამახინჯებას.. ხაზგასმით ვიმეორებ-კადიროვის ჩეჩნეთი არის ისეთივე საშიში ,როგორც პუტინის კაცთმოძულე მმართველობა. ის,რომ რუსეთიდან ჩამოყვანილი აფერისტი შალელაშვილი საქართველოს პარლამენტში არ უნდა იჯდეს და ჩვენ ქვეყანას არ უნდა ძარცვავდეს,და,რომ ის თავისი ეთნიკური წარმომავლობის ხაზგასმით, ვერ მოიპოვებს უფლებას, დაკავდეს საეჭვო საქმიანობით,სრულიად ნათელია ყველასთვის,ვისაც ობიექტურობის ნატამალი გააჩნია. განცხადება დაწერილია არაკეთლსინდისიერად და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“,- წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო პლატფორმა სააკაშვილს დისკრიმინაციული გამონათქვამებისგან თავი შეკავებისკენ მოუწოდებს. როგორც „არა ფობიას!“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სააკაშვილი ზოგიერთ განცხადებებში შედარების გზით დამამცირებელ და შეურაცხმოფელ კონტექსტში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფსა და ქალებს იხსენიებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)