|
2018-06-14 18:17:57, 1200 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრად მამუკა ბახტაძე წარადგინა [ვიდეო]
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუხა ბახტაძე წარადგინა. ამის შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ბახტაძე ფინანსთა მინისტრის პოსტს გასული წლის 13 ნეომბრიდან იკავებდა. მანამდე ის „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი იყო. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერობის კანდიდატმა 7 დღის ვადაში მინისტრთა კაბინეტის წევრები უნდა დაასახელოს. ამის შემდეგ, პრეზიდენტი პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტმა ასევე 7 დღის ვადაში უნდა განიხილოს სამთავრობო პროგრამა და წარდგენილი კანდიდატურები, რის შემდეგაც, ნდობის გამოცხადებისთვის საკითხი კენჭისყრაზე დადგება. შეგახსენებთ, ახალი სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. კვირიკაშვილი აღნიშნულ თანამდებობას 2015 წლის 30 დეკემბრიდან იკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)