04:38 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 11:39:55, 980 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: მასკარადი, როდესაც ინიშნებიან ადამიანები და გადაწყვეტილების მიმღები თურმე არის პარტია, ავნებს საქართველოს

„ეს მასკარადი, როდესც ინიშნებიან ადამიანები და რეალურად გადაწყვეტილების მიმღები თურმე არის პარტია, ჩემი აზრით ავნებს საქართველოს ევროპულ არჩევანს და სტაბილურობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერის და მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მარგველაშილმა მმართველ გუნდს მიმართა და პრემიერად იმ ადამიანის დასახელებისკენ მოუწოდა, რომელიც პარტიის ლიდერია.

„მოვუწოდებ საქართველოში პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალებს, აიღონ თვიანთი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მათ შორის მმართველი პარტიას ყველაზე მეტად და დაასახელონ პრემიერ მინისტრად ის ადამიანები, რომელიც არის პარტიის ლიდერი, რომელთანაც მე მიმუშავია როგორც პრემიერ მინისტრთან, მინისტრის რანგში და შემიძლია, ვთქვათ რომ ის ყველაზე კარგი პრემიერ მინისტრი იყო ჩემი გამოცდილებით. ბიძინა ივანიშვილთან ვმუშაობდი მე როგორც მინისტრი და თანამშრომლობა ძალიან საინტერესო და ეფექტური იყო მაგრამ ეს მასკარადი როდესც ინიშნებიან ადამიანები და რეალურად გადაწყვეტილების მიმღები თურმე არის პარტია და ეს არ გამოიხატება რეალურ ცხოვრებაში  ჩემი აზრით ავნებს საქართველოს,  საქართველოს ევროპულ არჩევანს და ავნებს საქართველოს სტაბილურობას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შედეგადაც, უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს შეუწყდა. პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გუშინვე გამოსცა. პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი მმართველმა გუნდამ პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics