|
2018-06-13 19:39:31, 1315 ნახვა
პოლიტიკა
კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა გადამდგარია და ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელია
პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო, მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი გადამდგარია და ისინი მოვალეობის შემსრულებლებად რჩებიან. კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტასაც ნიშნავს. საქართველოს პრეზიდენტმა 7 დღის ვადაში პრემიერ-მინისტრად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა წარადგინოს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კი, ასევე 7 დღის ვადაში მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას დაასახელებს და პარლამენტს ნდობის მისაღებად წარუდგენს. მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7 დღის ვადაში პარლამენტი ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს და კენჭს უყრის. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს სამთავრობო პროგრამაც წარედგინება. რაც შეეხება ნდობის გამოცხადების პროცედურას, პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატები დარგების მიხედვით სამთავრობო პროგრამას საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციებში წარადგენენ, ამის შემდეგ კი, პლენარულ სხდომაზე წარდგებიან. პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას წარადგენს. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)