|
2018-06-13 10:49:10, 672 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ჭრილობებს დრო ნამდვილად ვერ აშუშებს, უბრალოდ ვეჩვევით ამ ჭრილობებით ცხოვრებას
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2015 წლის 13-14 ივნისს, დედაქალაქში მომხდარი სტიქია გაიხსენა და ახალგაზრდებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. კახა კალაძის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და მოწესრიგება შესაძლებელია, თუმცა აღნიშნულ ტრაგედიას ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. „დღეს 13 ივნისია და არ გვაქვს უფლება, არ გავიხსენოთ ის, რაც სამი წლის წინ ვერეს ხეობაში მოხდა. მართლაც ძალიან მძიმე იყო ის დღეები, ჩვენ ადამიანები დავკარგეთ. შესაძლებელია, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ასევე, შესაძლებელია, რომ რაც დაინგრა აღდგეს, გალამაზდეს, თუმცა ადამიანების სიცოცხლეს სამწუხაროდ, ვერ დავაბრუნებთ. მსგავს ჭრილობებს დრო ნამდვილად ვერ აშუშებს, უბრალოდ ვეჩვევით ამ ჭრილობებით ცხოვრებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ახალგაზრდებს მიმართა და უსურვა, რომ ერთობა, რომელიც მათ 13-14 ივნისის სტიქიის დროს აჩვენეს, არასდროს დაეკარგოთ. „არ შემიძლია არ აღვნიშნო ახალგაზრდების სოლიდარობა, ერთობა იმ დღეებში. ყველა ჩვენგანს ძალიან კარგად ახსოვს, როგორი იყო თანადგომა და როგორ ვმუშაობდით, ვაკეთებდით იმას, რომ მოგვეწესრიგებინა ყველაფერი, რაც დანგრეული და გაუბედურებული იყო. მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ მართლაც საოცარი თაობა მოდიხართ და გისურვებ, რომ ეს თავისუფლების ჟინი, ერთობა და მიზანსწრაფულობა არასდროს დაგეკარგოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძემ თბილისის ათივე რაიონის გამგებლებს რამდენიმე დღის წინ, ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ამ მიმართულებით, დარჩენილი პრობლემების დროულად გადაჭრა დაავალა. „მინდა ასევე, მივმართო მთავრობის წევრებს, გამგებლებს. რამდენიმე დღის წინ დედაქალაქში უხვი ნალექის გამო, გარკვეული პრობლემები შეიქმნა და მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მთელი ღამის განმავლობაში თითოეული თქვენგანი, თითოეული ჩვენი თანამშრომელი იყო გამოსული იმისთვის, რომ პრობლემები დროულად აღმოფხვრილიყო. მინდა დაგავალოთ, რომ თუ კიდევ არის დარჩენილი საკითხები, ოჯახები, რომელთაც ამ მიმართულებით პრობლემები აქვთ, გვერდში დაუდგეთ და ყველაფერი დროულად მოაწესრიგოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)