05:50 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-12 15:08:03, 696 ნახვა

კომენტარი
ნუკრი ქანთარია: ვფიქრობ, რომ ცვლილებების დრო დგება

„პროცესებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ცვლილებების დრო დგება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში განვითარერებულმა მოვლენებმა აჩვენა ბევრი ისეთი პრობლემა, რომელიც გადაწყვეტას საჭიროებს.

”ვერაფერს გეტყვით, ყურში არავის უჩურჩულებია ჩემთვის, არც პირადად არ უთქვამს. დღეს არის სხდომა და ვნახოთ, რა საკითხზე იქნება. უმრავლესობაში შიგადაშიგ ყოველთვის ხდება ხოლმე ასეთი შეხვედრა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან ერთად და ერთ-ერთი შეხვედრაა დღეს. საერთოდ, პროცესებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ცვლილებების დრო დგება, მაგრამ კონკრეტულად რომელი, როგორ, რანაირად, ამაზე ახლა პასუხს არ გაგცემთ. ვერ გეტყვით პრემიერის დონეზე ცვლილების საჭიროება დგას თუ არა, მაგრამ ცვლილება შიგნით იქნება ეს თუ გამოიწვევს კადრების გადაადგილებას, შესაძლებელი მგონია, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე საჭიროა განახლება. მიმდინარე პროცესებმა ბევრი რამე გააშიშვლა, აჩვენა ბევრი ისეთი პრობლემა, რომელიც საჭიროებს გადაწყვეტას და არა თვალის დახუჭვას“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

შეგახსენებთ, „ექსპრესნიუსს“ სანდო წყარომ განუცხადა, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თანამდებობებს ტოვებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics