05:52 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 22:35:05, 845 ნახვა

კომენტარი
კახიძე - საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზეც არის დაყენებული

„მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ და ოჯახმა გაიგოს, მოხდა თუ არა ძალის გადამეტება და ეს კითხვებიც არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, კომისია მხოლოდ სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმეს იძიებს, თუმცა მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ კომისიის შექმნას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზეც მხარს უჭერს.

„დაისვა საკითხი ბატონი მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ კომისია, რომლის წევრიც მე გახლავართ, იძიებს მხოლოდ სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის ირგვლივ სისხლის სამართლის საქმეებს. რაც შეეხება მაჩალიკაშვილის საქმეს, ამასთან დაკავშირებითაც არის დაყენებული კომისიის შექმნის საკითხი. ჩვენ მხარს ვუჭერთ კომისიის შექმნას ამ თემაზე. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ და ოჯახმა გაიგოს, მოხდა თუ არა ძალის გადამეტება და ეს კითხვებიც არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი“, - განაცხადა კახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics