15:07 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 10:24:09, 2730 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრე ჭიკაიძე ესპანეთში გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პირველი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება. 

უწყების ცნობით, მინისტრს თან ახლავს მოადგილე არჩილ თალაკვაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი და საქართველოში ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს უფროსი ალექსანდრე არაყიშვილი.

შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე ჭიკაიძე შეხვედრას გამართავს ესპანელ კოლეგასთან - ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრ ხორხე ფერნანდეს დიასთან. შეხვედრაზე მხარეები ხელს მოაწერენ შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას ისეთი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, როგორიცაა: სიცოცხლის, სხეულისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ტერორიზმი, ნარკოტიკული დანაშაული, იარაღის უკანონო ბრუნვა, ადამიანებით უკანონო ვაჭრობა და უკანონო მიგრაცია, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, კორუფცია, კიბერდანაშაული, ფულის გაყალბება, ფინანსური დანაშაულები და სხვა. ხსენებული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული კუთხით. 

21 იანვარს საქართველოს შს მინისტრი ასევე დაესწრება მხატვარ Augusto Ferrer-Dalmau-ს ნამუშევრების გამოფენას სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე მხატვარ Augusto Ferrer-Dalmau-ს და მწერალ Lucas Molina-ს გენერალ გიორგი კვინიტაძის დააჯილდოვებს მედლით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics