|
2018-06-11 12:06:11, 739 ნახვა
კომენტარი
კახიძე - საზოგადოებას ოთხშაბათს ვაცნობებთ იმ პირთა სიას, ვინც კომისიის წინაშე დაიკითხება
„საგამოძიებო კომისია მტკიცებულებების გაცნობას იწყებს და საზოგადოებას ოთხშაბათს აცნობებს იმ პირთა სიას, ვინც მოვლენ და კომისიის წინაშე დაიკითხებიან“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, კომისიის მდივანმა ოთარ კახიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კომისიამ საქმის შესწავლა ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან შეხვედრით დაიწყო. ,,საკმაოდ ვრცელი შეხვედრა გვქონდა ზაზა სარალიძესა და მის ადვოკატთან, სადაც მთლიანად საქმის პერიპეტიები განვიხილეთ. საგამოძიებო კომისია ასევე თანამშრომლობს ნინო ლომჯარიასთან. სახალხო დამცველი მუშაობს აღნიშნულ საქმეზე და კოორდინირებულები ვართ საქმის შესწავლის ფარგლებში. ვიწყებთ მტკიცებულებების გაცნობას და საზოგადოებას ოთხშაბათს ვაცნობებთ იმ პირთა სიას, ვინც მოვლენ და კომისიის წინაშე დაიკითხებიან“, - აცხადებს ოთარ კახიძე. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალები პარლამენტის საგამოძიებო კომისიას დღეს უნდა გადაეგზავნოს, რის შემდეგაც უნდა დაიგეგმოს თუ რა ფორმატით მოხდება საქმესთან დაკავშირებული პირების გამოკითხვა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)